სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:32 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟიელინსკი "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლებაზე ისევ უარს ამბობს და შეიძლება გუნდს ჩამოაშორონ

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა პიოტრ ჟიელინსკიმ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა, რის გამოც შესაძლოა გუნდს სეზონის ბოლომდე ჩამოაშორონ.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, პოლონელმა უარყო ნეაპოლელთა მორიგი შეთავაზება და მას ზაფხულში გუნდიდან უფასოდ წასვლა სურს. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა კი სწორედ ამიტომ, განიხილავს პიოტრის გუნდის შემადგენლობის მიღმა დატოვებას.

ცნობილია, რომ ჟიელინსკის უფასოდ დამატება მილანის „ინტერს“ სურს და დიდი ალბათობით, კარიერას სწორედ მილანურ გუნდში გააგრძელებს.

პიოტრ ჟიელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 352 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.128418