ესპანეთის სუპერთასი მადრიდის „რეალმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა „ელ კლასიკოში“ მეტოქე მაგრად დაჩაგრა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. საწყის 10 წუთში მადრიდელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ვინისიუსის აქტივშია, რომელმაც ჯუდ ბელინგემის და როდრიგოს კარგი პასები აქცია გოლად.
შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მალევე ვინისიუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ყველაფერი ნათელი გახადა. მეორე ტაიმში როდრიგომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მე-13-ედ მოიგო. „ბარსელონამ“ კი, მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა და ჩავის კრიტიკოსები ისედაც არ აკლდა, უფრო მეტი ეყოლება.
„რეალი“ – „ბარსელონა“ 4:1 (3:1)
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ვინისიუსი (10), 2:1 ლევანდოვსკი (33), 3:1 ვინისიუსი (39, პენ), 4:1 როდრიგო (64)