სხვა

23:28 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფარიკაობაში სეზონი ტუნისის გრან პრით გაიხსნა, სადაც სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

სანდრომ შეჯიბრი იორდანელ აბდალა ტაჰლასთან მოგებით დაიწყო (15:7), შემდეგ ჩინელ ჯიანჰაო ლიანგს აჯობა (15:6), რასაც რუმინელ იულიან ტეოდოსიუსთან (15:12) და ფრანგ ბოლად აპიტისთან გამარჯვებები (15:13) მოჰყვა.

ნახევარფინალში სანდრო მასპინძელ ფარეს ფერჯანს ამარცხებდა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა გაანიავა და 14:15 წააგო, შედეგად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2023 წლის საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დაასახელეს და მსოფლიო რეიტინგშიც პირველ ადგილზეა.

0.116351