ფეხბურთი

21:20 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო (+VIDEO)

„ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-20 ტურში სტუმრად „კადისი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ღამურები“ მერვე წუთზე უგო დუროს გოლით დაწინაურდნენ, რასაც მალევე მასპინძლებმა ალკარასის პენალტით უპასუხეს. გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმულის კუთხე ვერ გამოიცნო.

52-ე წუთზე ვალენსიელები წინ დიეგო ლოპესმა მეორედ გაიყვანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კონტრშეტევა გოლით ხავი გერამ დაასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, სტუმრებმა მეოთხეც გაიტანეს, ისევ კონტრშეტევაზე თავის გამოჩენა ხესუს ვასკესმა შეძლო - 1:4.

მამარდაშვილს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია და ერთი დარტყმა მოიგერია, თუმცა, რამდენჯერმე გამოსვლებზე მოუწია თამაშში ჩართვა და კარგად გაისარჯა.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო ლა ლიგაში, თასსაც თუ ჩავთვლით, მეოთხე. შედეგად, რუბენ ბარახას გუნდი 29 ქულით მერვე ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში კი 20 იანვარს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117954