ფეხბურთი

18:10 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისში 90 წუთი პირველად ითამაშა, "უოტფორდმა" მოიგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში „უოტფორდმა“ სტუმრად ქპრ 2:1 დაამარცხა ჯეკ ლივერმორის გოლებით.

გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ამჯერად, შეუცვლელად, ეს მის ინგლისურ კარიერაში პირველი მატჩი იყო, რომელშიც 90 წუთი მოედანზე გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველი დაცვას ძალიან კარგად ეხმარებოდა და ერთ მომენტში გუნდი გოლისგანაც იხსნა. მთლიანობაში, მან კარგი თამაში ჩაატარა.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „უოტფორდი“ 39 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 20 იანვარს, „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრება.

0.148331