ორლანდო მეჯიქმა ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მე-18 მატჩი წააგო. ეს მოხდა ოკლაჰომაში, სადაც გოგა ბითაძის გუნდმა თანდერთან შეხვედრა 100:112 დათმო. ამ შეხვედრის სასტარტო ხუთეულში ითამაშა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე 22 წუთი გაატარა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ბითაძემ 5 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. არ უთამაშია ორლანდოელთა მეორე ცენტრ ვენდელ კარტერს, რომელიც ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულიდან ფაქტობრივად ამოაგდო. საუკეთესო შედეგი პაოლო ბანკერომ აჩვენა, თუმცა მის ბოლოდროინდელ ზეშედეგიანობასთან ამჯერად მითვლილი 20 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ბევრი ვერაფერი შედეგია.
21 მოგებითა და 18 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მორიგ მატჩს კი 16 იანვარს, ნიუ იორკში ნიქსთან გამართავს.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამე როიყოს შტეფ ცოტას არ დააკლებ

მერედა ეს მიუნხენელები თუ ასე გაჟდებოდით ამ კაცზე მანდ არ გყავდათ, ის ტრიპაჩი ლევანდოვსი რომ ამჯობინეთ?დ
მანჯუ ყველაზე მებრძოლი თავდამსხმელია ჩემი აზრით, აბსოლიტურად ყველგან გხვდება,მოედნის ყველა წერტილში დაა თავდაუზოგავად იბრძვის
მსოფლიოს მოიგებს