კალათბურთი

13:55 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცა და სან ანტონიოს ქართველმა ფორვარდმაც თავი კარგად წარმოაჩინა. ეს ამბავი ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოხდა, რომელშიც სან ანტონიომ ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მამუკელაშვილის მოედანზე 18 წუთით დარჩენა სავარაუდოდ სანანტონიოელთა პირტიტველა ამომავალი ვარსკვლავის, ვიქტორ ვემბანიამას არყოფნას უკავშირდება. ფრანგი კალათბურთელის მზადყოფნის დროს ქართველის სათამაშო დრო არაპროგნოზირებადია და ხან 1-2 წუთს შეადგენს, ხან ათამდე ადის, ხანაც საერთოდ ნულის ტოლია.

ვემბანიამას ტერფი აქვს დაჭიმული და როგორც 2 მატჩის წინ, სან ანტონიოს ხელმძღვანელობამ ამჯერადაც მისი დასვენება გადაწყვიტა.

GBF.GE

0.112575