სხვა

10:24 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე: "მსგავსი თამაშები ქართული ხელბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ და მეკარემ, ზურაბ ცინცაძემ შვედეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ტიტე კალანდაძე: „შვედეთმა შესანიშნავად ითამაშა, ისინი პროფესიონალებივით თამაშობდნენ, ჩემი გუნდის მოთამაშეები კი გარკვეულწილად ბავშვებივით იქცეოდნენ. საქართველო ძალიან ახალგაზრდული გუნდია, შვედეთს კი ვულოცავ მომდევნო ეტაპზე გასვლას. იმედი მაქვს, ფინალშიც ვიხილავ“.

ზურაბ ცინცაძე: „ამ ორი თამაშიდან ახალი გამოცდილება მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ცოტა დავისვენებთ და ბოსნიისთვის მოვემზადებით. კარგი იქნება, თუ პირველ ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით დავასრულებთ, ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამდენი ხალხის წინაშე არასოდეს მითამაშია, დაუჯერებელი გრძნობა იყო, ძალიან ვისიამოვნე. მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელებთან თამაშის დროს ასეთი მხარდაჭერა მქონდა. შედეგი და მარცხი არ არის მნიშვნელოვანი, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და ამით უნდა ვისიამოვნოთ. მსგავსი თამაშები ქართული ხელბურთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. გვინდა ვისწავლოთ და განვვითარდეთ“.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ორი წაგება აქვს. თუმცა, ბოლო ტურში 15 იანვარს, ბოსნიის ნაკრებს ეთამაშება და მესამე ადგილისთვის ფრეც ეყოფა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ბოსნიასთან ამის გაკეთების შანსი მართლაც რეალურია.

0.121719