სხვა

1:17 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შვედეთთან დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა და მოქმედ ჩემპიონ შვედეთის ნაკრებთან მოლოდინისამებრ დამარცხდა.

შვედეთი ხელბურთში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, ამიტომაც შედეგი გასაკვირი არ არის - 26:42.

საქართველოს ნაკრებმა შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა, თანაც ენერგიაც დაზოგა, რადგან წინ ბევრად მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და მეტოქეს 26 გოლი მაინც გაუტანა.

შედეგად, ტიტე კალანდაძის გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ორი წაგება აქვს. თუმცა, ბოლო ტურში 15 იანვარს, ბოსნიის ნაკრებს ეთამაშება და მესამე ადგილისთვის ფრეც ეყოფა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ბოსნიასთან ამის გაკეთების შანსი მართლაც რეალურია.

საქართველო - შვედეთი 26:42 (9:23)

0.113908