პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში „ნიუკასლმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში, 26-ე წუთზე, ანგარიში ბერნარდუ სილვამ გახსნა. მალევე, 35-ზე ალექსანდერ ისაკმა გაათანაბრა. თითქმის მაშინვე, 37-ე წუთზე, ენტონი გორდონმა „კაჭკაჭები" დააწინაურა.
მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში - 2:2. ტრავმამოშუებულმა ბელგიელმა აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა პრემიერლიგის მატჩში და შეხვედრის გმირი გახდა. მინდორზე 69-ე წუთზე გამჩნდა ბერნარდუ სილვას ნაცვლად და ხუთ წუთში ულამაზესი ბურთი გაიტანა. შემდეგ კი ჭაბუკ ნორვეგიელს ოსკარ ბობს ფანტასტიკური პასი მისცა საჯარიმოში და - 2:3.
20 ტურის შემდეგ „სიტი“ 43 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 45-ქულიანი „ლივერპულია.“