რაგბი

21:15 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" ჩელენჯ თასზე "კასტრთან" დამარცხდა

ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე მესამე ტურის მატჩი ჩაატარა ფრანგულ „კასტრთან“ და მარცხი განიცადა - 6:28.

მეტოქის უპირატესობა თვალშისაცემი იყო, კლასით და გამოცდილებით „კასტრი“ უფრო მაღლა იდგა და მოგება არ გასჭირვებია. ანგარიში მე-12 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმით გახსნა, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე ასევე ლუკას მეორე ჯარიმას თუ არ ჩავთვლით, შეტევაში პოზიტიური არაფერი ყოფილა.

საბოლოოდ, ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში ლელოს გარეშე დაასრულა და შინ უქულოდ დაბრუნდა.

„შავი ლომი“ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 5 ქულით (1 მოგება, 2 წაგება) მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 იანვარს, „კლერმონს“ უმასპინძლებს.

"კასტრი" - "შავი ლომი" 28:6 (7:3)

0.12741