შაბათს, 13 იანვარს, „ბაიერმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩში სტუმრად „აუგსბურგს“ მოუგო - 0:1. ამრიგად, „ლევერკუზენი“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 26 მატჩია დაუმარცხებელია.
ბოლოს „ბაიერმა“ ოფიციალურ მატჩში გასული სეზონის ბოლოს წააგო - 27 მაისს. ეს მოხდა გერმანიის ჩემპიონატის „ბოხუმთან“ მატჩში - 0:3. მომდევნო 26 მატჩში „ლევერკუზენმა“ სძლია „ტეუტონია ოტენსენს“ (8:0), „ლაიფციგს“ (3:2), მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ (3:0), „დარმშტადტს“ (5:1), ჰაკენს“ (4:0), „ჰაიდენჰაიმს“ (4:1), „მაინცს“ (3:0), „მიოლდეს“ (2:1), „კიოლნს“ (3:0), „ვოლფსბურგს“ (2:1), „ყარაბაღს“ (5:1), „ფრაიბურგს” (2:1), „ზანდჰაუზენს" (5:2), „ჰოფენჰაიმს" (3:2), „ყარაბაღს" (1:0), ბერლინის „უნიონს" (4:0), „ვერდერს“ (3:0), „ჰეკენს“ (2:0), „პადერბორნს“ (3:1), „მიოლდეს“ (5:1), ფრანკფურტის „აინტრახტს“ (3:0), „ბოხუმს“ (4:0) და „აუგსბურგს“ (1:0). ჩაბი ალონსოს გუნდმა ასევე ფრედ ითამაშა „ბაიერნთან“ (2:2), დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (1:1) და „შტუტგარტთან“ (1:1).
„ბაიერი“ მომდევნო მატჩს შაბათს, 20 იანვარს გამართავს. ალონსოს გუნდი ბუნდესლიგის მე-18 ტურში სტუმრად „ლაიფციგს“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.