ფეხბურთი

17:25 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ხალხს ჰგონია, რომ ჩემი სახელი ჟოზე ჰარი მურინიო პოტერია"

ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია ბანალური არასდროსაა და არც „მილანთან“ მატჩის წინ ყოფილა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტრადიციულად იწუწუნა და აღნიშნა, რომ „რომას“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა არ შეუძლია, თუმცა, შეუძლებელს ახერხებს და სერია A-ში ოთხეულთან მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

„ზოგი ფიქრობს, რომ ჩემი სახელია ჟოზე ჰარი მოურინიო პოტერი, არა ჟოზე მოურინიო ფელიქსი. ჩემგან ყოველთვის ბევრს ელოდებიან, მეოთხე ადგილს 4 ქულა გვაშორებს, ვიბრძვით რაღაცისთვის, რაც თითქმის შეუძლებელია მეტოქეების დონის გათვალისწინებით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რადგან საოცარი ტიფოზები გყავს, ისეთი, როგორიც არსად მინახავს და ისინი იმსახურებენ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.113341