ფეხბურთი

15:07 | 13.01.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ჯორდან ჰენდერსონი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

33 წლის ნახევარმცველს „ალ-ეტიფაქის“ დატოვება სურს, ტურინელები კი მის გარემოცვას დაუკავშირდნენ, რათა გაიგონ, რა ხელფასზე შეიძლება შედგეს ეს ტრანსფერი, რადგან ჯორდანი არაბეთში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ტურინელებს ჰენდერსონის დამატება მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით სურთ, ხელფასის სახით კი 2 მილიოის გადახდისთვის მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ ჯორდან ჰენდერსონმა 2011-2023 წლებში „ლივერპულის“ მაისურით 492 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:55 | 13.08.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

15:43 | 12.08.2017
chele822 (30)

მალადეც

15:18 | 12.08.2017
salazar (1835)

არაბ წასვლის დროა..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05826