ფეხბურთი

1:40 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნმა“ 2024 წელი კარგად დაიწყო და ბუნდესლიგა გამარჯვებით განაახლა.

ტომას ტუხელის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმი“ ადვილად, 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ჯამალ მუსიალამ, ხოლო წერტილი ჰარი კეინმა დასვა. მატჩის დაწყებამდე ცხადია, რომ მიუნხენში ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას პატივი მიაგეს, ხოლო ბავარიელთა მაისურზე ეწერა - „მადლობა ფრანც“.

„ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და ლიდერ „ლევერკუზენს“ ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 21 იანვარს, ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლებს.

0.120026