სხვა

0:12 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძის მე-7 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი მამაკაცებს შორის. ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ, პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა მოციგურავემ ადამ სიაო ჰიმ ფამ, მეორე ადგილზე გავიდა ესტონელი სპორტსმენი ალექსანდრე სელევკო, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა იტალიელმა სპორტსმენმა მატეო რიცომ.

ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში 233,16 ქულით 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რითიც გაიმეორა წინა წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგი და საქართველოს 2 საგზური მოუტანა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.

დღესვე, რიტმულ ცეკვებში, რომლის თემატიკა იყო 80-იანი წლების მუსიკა. 21 ქვეყნის 33 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრების წევრმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა 76,33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჯეჯრერობით მე-7 პოზიციაზეა. წყვილი წელს პირველად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით. სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა გაიმართება 13 იანვარს.

0.116731