დღეს, სტარტი აიღო აზიის თასმა, რომელსაც კატარი მასპინძლობს და გახსნით შეხვედრაში სწორედ კატარის ნაკრებმა ითამაშა. მასპინძლებნა მოლოდინისამებრ ლიბანი ადვილად დაამარცხეს - 3:0.
დუბლი შეასრულა აკრამ აფიფმა, რომლის გოლებს შორის თავის გამოჩენა ალმოეზ ალიმაც მოახერხა.
კატარის ნაკრები მეორე ტურში 17 იანვარს ტაჯიკეთს ეთამაშება, ხოლო ლიბანი - ჩინეთს.