საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რეზი იმნაიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მიმართ და მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს იმისთვის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ! ამას ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ახლავს. სწორედ ამიტომ იყო გუშინდელი თამაში ჩვენთვის გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება და იმასაც შეგვახსენებს, რომ სპორტში ყველაფერი ხდება.
თამაშში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. ვიცით, ბევრს გავუცრუეთ იმედი, პირველ რიგში, საკუთარ თავს, და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ზუსტად ასეთი მარცხით და მტკივნეული დაცემით ყალიბდებიან დიდი გუნდები და აღწევენ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას ყველას გაგებისა და გვერდში დგომისთვის“, - თქვა იმნაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აქამდე გამართული ოთხივე მატჩი წააგო და მეცხრე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს, 13 იანვარს კი, გერმანიის ნაკრებს შეხვდება.