„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ფანების დახმარება. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი აგენტებზეც გააკეთა.
„ვიღაცამ მითხრა, რომ პრესკონფერენცია არ ჩამეტარებინა, მაგრამ მე არ ვიმალები. როდესაც ვიმარჯვებდით, მაშინ არ ვატარებდი პრესკონფერენციას, თუმცა, ახლა არ მინდა დავიმალო. განსაკუთრებული მომენტია და ხალხს ვთხოვ სტადიონზე მოვიდნენ და დაგვეხმარონ. ჩემთვის კი არა, არამედ გუნდის გამო. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი გუნდს სირთულეებში დაეხმარება.
აგენტები? მე ფეხბურთელებზე საუბარი მომწონს, ვცდილობ, მათ კარგად ივარჯიშონ. ჩვენ აგენტების ხელში ვართ, მაგრამ როდესაც ბაზის ჭიშკარში შემოდიან, ყველაფერი უნდა დაივიწყონ და იფიქრონ მხოლოდ მაისურზე, რადგან აქ მხოლოდ „ნაპოლია“ მნიშვნელოვანია, მათი მოვალეობაა ვარჯიშზე იფიქრონ და დაეხმარონ თანაგუნდელებს. ეს ვუთხარი კვარას და ამას ვეტყვი ოსიმენსაც, როდესაც დაბრუნდება. აქ მხოლოდ „ნაპოლია“ მთავარია, დანარჩენი არ მაინტერესებს, როდესაც ბაზიდან ფეხბურთელი გადის, შეუძლია უპასუხოს აგენტს, რაც გარეთ ხდება, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.