საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ და მოთამაშეებმა გიორგი ცხოვრებაძემ და ერეკლე არსენაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ (ნიდერლანდებთან 29:34) კომენტარი გააკეთეს.
როგორც ცხოვრებაძემ თქვა, თავს კარგად გრძნობს და ტრავმა სერიოზული არ არის:
ტიტე კალანდაძე: „შემდეგი თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გვაქვს და ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩის ანგარიშით, მაგრამ უნდა მეტად უნდა განვითარდეთ და დაცვაში უკეთ ვითამაშოთ“.
გიორგი ცხოვრებაძე: „სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ეს ჩვენი პირველი გამოცდილებაა და ბევრს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და მაქსიმუმის გაღება. ახლა მთავარია გავაანალიზოთ თამაში და ეს გაკვეთილად გამოვიყენოთ. ვამაყობ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით, მაგრამ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და ჯილდო მათიცაა. ეს ჩვენი პირველი ჯილდოა ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი მიზანი არ იყო საუკეთესოობა, უბრალოდ ვცდილობდი ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი, მაგრამ სასიამოვნო იყო ამ ჯილდოს მიღება. ტრავმა? ყველაფერი კარგადაა, პატარა ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა“.
ერეკლე არსენაშვილი: „რთულ თამაშს ველოდით, მაგრამ წარმოუდგენელი გამოცდილებაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჩვენი მიზანია კარგად ვითამაშოთ და არ დავნებდეთ. ამ ტურნირზე თამაში საუკეთესო გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, რომ მარცხით დავიწყეთ. ვაჩვენეთ ჩვენი საბრძოლო სულისკვეთება, კარგმა დაცვამ შესაძლებელი გახადა თამაშში დაბრუნება და დიდი ანგარიშით მარცხს თავი ავარიდეთ. ჩემთვის საოცარი გრძნობაა, რომ გუნდის მეორე ბომბარდირი ვიყავი, მაგრამ გუნდურად ვითამაშოთ. არაფერს ნიშნავს თუ საუკეთესო ხარ და შენმა გუნდმა წააგო. ერთი მიზანი გვაქვს - კარგი შედეგის მიღწევა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 13 იანვარს, შვედეთის ნაკრებთან გამართავს.