ფეხბურთი

1:08 | 12.01.2024 | ნანახია 653 - ჯერ

"ბარსელონა" სუპერთასის ფინალში გავიდა და წინ "ელ კლასიკოა"

საუდის არაბეთის ქალაქ რიადში „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში პამპლონას „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ჩავის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლამინე იამალმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა. იამალი ესპანეთის სუპერთასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

„ბარსელონა“ სუპერთასის ფინალში 14 იანვარს მადრიდის „რეალს“ შეხვდება, ასე რომ, წინ „ელ კლასიკო“ გველოდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:33 | 13.01.2024
Gerry Marsden (842)

რატომ იკლებ კომენტარებს?ძაან და კაი ცალ-ცალკე შეგეძლო დაგეწერა და ორი მშვენიერი კომენტარი გამოვიდოდა)

00:33 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია ორმალურ თამაშს ვნახავთ

00:33 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მოუთმენლად ველუ ელ კლასიკოს

00:33 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან კაი

0.120332