სხვა

0:34 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართული წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო და პირველი პოზიცია ვერ შეინარჩუნა, მაგრამ ეს შედეგი მაინც ისტორიულია, რადგან პირველად მოხდა, რომ ქართულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მედალი დაისაკუთრა.

თავისუფალ პროგრამაში ლუკამ და ანასტასიამ 124.84 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს, ხოლო მოკლე პროგრამასთან დაჯამების შემდეგ მათ 196.14 ქულა დააგროვეს, რაც საბოლოოდ მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვერცხლის მედალი ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ სხვა სინჯის მედლები იტალიურ წყვილებს ერგოთ. ოქრო მატეო გუარიზემ და ლუკრეცია ბეკარიმ მოიგეს, ხოლო ბრინჯაოს ფილიპო ამბროზინი და რებეკა გილარდი დაეუფლნენ.

1. ლუკრეცია ბეკარი / მატეო გუარიზე (იტალია) - 199.19 ქულა

2. ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა (საქართველო) - 196.14 ქულა

3. რებეკა გილარდი / ფილიპო ამბროზინი (იტალია) - 195.68 ქულა

0.143468