ფეხბურთი

17:23 | 11.01.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდში" დაბრუნდა

ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „დორტმუნდში“ დაბრუნდა. ტრანსფერი გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისელი „ყვითლებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ის 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სანჩო ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სექტემბრიდან მოყოლებული „მანჩესტერის“ მთავარ გუნდს ჩამოშორებული იყო.

„მანჩესტერმა“ ჯეიდონი 2021 წელს სწორედ „დორტმუნდიდან“ 85 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 62 მატჩში თავი 12 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდის“ ღირსებას 2017-2021 წლებში იცავდა და 137 შეხვედრაში 50 გოლთან ერთად 64 საგოლე პასიც მიითვალა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:46 | 27.09.2020
qomagi (1575)

წარმატებები გიორგი და მომავალ სეზონში პრიმერაში გვენახე. ნაკრებში ძირითადში უნდა იყოს, ლორიასავით ყლ...ობებს არ აკეთებს.

20:51 | 27.09.2020
lagashi (6738)

Nakrebshi mtavar mekared visurvebdi..

18:19 | 27.09.2020
O. Mertskhali (8101)

შარშან რომ ქენი, იმის უარესები უნდა ქნა - თან, სეზონის ბოლომდე ))

17:47 | 27.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

პრიმერაში გვენახე !!!

0.061762