"გაგრას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი და საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის თანაბომბარდირი ზურაბ მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი მე-2 დივიზიონის ბინადარ „გიონამთან“ გააფორმა, რომელსაც გასულ სეზონში ელიტაში გადასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. კონტრაქტის დეტალები უცნობია.
მუსელიანმა გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და ეროვნულ ლიგაში ბომბარდირი გახდა ჯოვინოსა და ზორან მარუშიჩთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა საქართველოს ჩემპიონატი უკვე დატოვა.