ფეხბურთი

12:54 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ მზადაა მოურინიუს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს

„რომა“ მზადაა პორტუგალიელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს - წერს Calciomercato.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა მოურინიუს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს ავტომატური გახანგრძლივების პერსპექტივით, თუ იტალიური გუნდი 2024/25 წლების სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

60 წლის მოურინიუ „რომას“ სათავეში 2021 წლის ივლისში მივიდა. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით მგლები 2021/22 წლების სეზონში უეფას კონფერენს ლიგის გამარჯვებულები და 2022/23 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალისტები გახდნენ.

„რომა“ იტალიის სერია A-ში 19 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-8 ადგილზეა.

0.120415