10:07 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემამ შესაძლოა კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს

არაბული „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შესაძლოა ზამთარში პსჟ-ში გადავიდეს - გვამცნობს Sports Zone.

წყარო იუწყება, რომ ტრანსფერით პირადად პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფია დაინტერესებული. მას სურს 36 წლის ფრანგის იჯარით ექვსი თვით აიყვანა. თუმცა, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი ამ ტრანსფერის წინააღმდეგია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბენზემა საუდის არაბეთში არსებული პირობებით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება სურს. ამ გადაწყვეტილების მიზეზებია ცხელი და ნოტიო ჰავა, მატჩებზე დაბალი დასწრება, მოედანზე არსებული პრობლემები და ასევე გულშემატკივრების კრიტიკა.

ამ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბენზემას კონტრაქტი „ალ-იტიჰადთან“ 2026 წლამდე აკავშირებს.

0.118055