ფეხბურთი

2:04 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" "მილანს" მოუგო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

„მილანს“ 2003 წლის შემდეგ იტალიის თასი არ მოუგია და ვერც წელს მოიგებს, რადგან ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა.

„როსონერიმ“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დაწინაურდა, მაინც წააგო. პირველი ტაიმის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ რაფაელ ლეაომ გაიტანა, ერთ წუთში კი ტეუნ კუპმაინერსმა გაათანაბრა.

ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 59-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკის მოპოვებული პენალტიც გოლად აქცია, დუბლი შეასრულა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ატალანტა“ იტალიის თასის ნახევარფინალში, რომელიც უკვე ორრაუნდიანი იქნება, ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება. ასევე ნახევარფინალშია „ლაციო“, რომლის მეტოქე 11 იანვარს, „იუვენტუსისა“ და „ფროზინონეს“ მატჩში გაირკვევა.

„მილანი“ – „ატალანტა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლეაუ (45), 1:1 კუპმაინერსი (45), 1:2 კუპმაინერსი (59, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121702