ფეხბურთი

0:30 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" სპარინგ მეტოქეები თურქულ შეკრებაზე გაირკვა

ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო „დინამო ბათუმმა“ და პირველ ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს, ფოთის „კოლხეთთან“ ჩაატარებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 20 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლის, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს:

24 იანვარს „ტერმალიცასთან“, 28 იანვარს „შკენდიასთან“ და 1 თებერვალს „ზაგლებიესთან“.

„დინამო ბათუმი“ ზამთრის მეორე საწვრთნელ შეკრებაზე 7 თებერვალს კვლავ ანტალიაში გაივლის, სადაც 21 თებერვლამდე დარჩება და ოთხ საკონტროლო მატჩს ითამაშებს:

11 თებერვალს „კოლოსთან“, 14 თებერვალს „ზორიასთან“ და 20 თებერვალს „რიგასთან“.

მეორე შეკრებაზე გასამართი კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის თარიღი და მეტოქე გუნდის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდება.

0.116393