იტალიელმა ჟურნალისტმა ენცო ბუკიონიმ მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის სკანდალზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელის აგენტმა მსგავსი რამ არასდროს უნდა თქვას, მაგრამ ეს ადასტურებს ხვიჩა კვარაცხელიას უკმაყოფილებას თავის კონტრაქტთან დაკავშირებით.
"ნამდვილად სურეალისტური და მიუღებელია ის, რაც მოხდა ოსიმენსა და კვარას გარემოცვას შორის. ახლა „ნაპოლი“ არის ქვაბი ცეცხლით, რომელიც მუდამ ცეცხლზე დგას, სიტუაცია უმართავი გახდა და ყველაფერი გარედან გამოდის. ეს ასევე ცხადყოფს ცუდ მენეჯმენტს, რომელიც გავლენას ახდენს გუნდზე.
კვარას აგენტს თავის საქმეებზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისი განცხადება ცხადყოფს, რომ გასახდელში ბალანსი შეიცვალა ოსიმენისთვის სეზონში 10 მილიონის მიცემის შემდეგ. „ნაპოლის“ აქვს თავისი იდეები ნიგერიელის მომავალზე, მაგრამ არ შეიძლება დაივიწყოს სკუდეტოს სხვა გმირები. აგენტი არასდროს უნდა გამოვიდეს მსგავსი სიტყვებით, თუმცა ეს ავლენს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის უკმაყოფილებას, როგორიც კვარაა. „ნაპოლიში“ სიტუაცია არამდგრადი გახდა და ვფიქრობ, ამ სეზონის გადარჩენა შეუძლებელი იქნება“, - თქვა ბუკიონიმ.