„დინამო თბილისის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სანდრო კალანდაძე და ანზორ მექვაბიშვილი უკრაინული კლუბების ინტერესის სფეროში არიან.
ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი ტელეგრამში წერს, რომ კალანდაძე კიევის „დინამოს“ შესთავაზეს, მაგრამ კიეველებმა მასზე უარი თქვეს. თუმცა, არაა გამორიცხული სანდრო სხვა უკრაინულ გუნდში გადავიდეს.
ამავე წყაროს ცნობით, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მექვაბიშვილზე, რომლითაც რამდენიმე კლუბი ინტერესდება - „ჩერკასი“, „პოლესიე“ და დონეცკის „შახტარიც“. ჯერჯერობით, საქმე ოფიციალური შეთავაზებამდე არ მისულა, მაგრამ ინტერესი არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ორივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად ხვდება.