საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულით პირველ ადგილზეა და ლიდერობს სატურნირო ცხრილში 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის.
ანასტასია და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც პირველი შემთხვევაა, როცა წყვილი საქართველოდან მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ პოზიციაზეა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამასთან, ჩვენი წყვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს იტალიელ სპორტსმენებს სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის 10 ქულით უსწრებს თავისუფალი პროგრამის წინ.
ტექნიკურად უშეცდომოდ, დამაჯერებლად, ქორეოგრაფიულად და კომპოზიციურად სრულყოფილი მოკლე პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი დამსახურებულად იკავებს პირველ პოზიციას, რითიც სერიოზულ განაცხადს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.
სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა გაიმართება, 11 იანვარს. 21:00 საათზე.