ფეხბურთი

18:15 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკული სკანდალი: 1990 წელს დაბადებულ ფეხბურთელს დედა 4 წლით ადრე ჰყავს გარდაცვლილი

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ და გაბონის ნაკრების ნახევარმცველი გელორ კანგა კაკუს ამბავი ისევ დისკუსიას იწვევს.

ოფიციალურად კანგა ყოველთვის აცხადებდა, რომ 1990 წლის 1 სექტემბერს დაიბადა, მაგრამ ზოგიერთი ჩანაწერის მიხედვით, რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში შეისწავლეს, ფეხბურთელის დედა 1986 წელს გარდაიცვალა. აშკარა შეუსაბამობამ ეჭვები გააჩნია, რის გამოც CAF-მა თავიდან დაიწყო გამოძიება და ფეხბურთელს მოუწოდა, რომ დეტალურად განმარტოს ეს საკითხი.

აღსანიშნავია 2021 წლის აპრილში კონგოს ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელშიც ახსნილი იყო, რომ ფეხბურთელის ნამდვილი სახელი და გვარი არა გელორ კანგა კაკუ, არამედ გელორ კიაკუ კიაკუ კიანგანა გახლავთ და დაიბადა 1985 წელს ქალაქ კინშასაში, შესაბამისად, კონგოში და არა გაბონში.

0.109858