ფეხბურთი

17:45 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "დილას" ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ მეორე ტრანსფერი განახორციელა და ბოიან მლადიოვიჩის შემდეგ ონორე გომისი დაიმატა.

„დილას“ ყოფილი შემტევი ბათუმელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სენეგალელმა „დილაში“ 72 მატჩში თავის გამოჩენა 14 გოლით და 10 საგოლე პასით მოახერხა.

მას კარიერის განმავლობაში „უმრაინიესპორში“, „ჰატაისპორსა“ და „მენემენსპორში“ აქვს ნათამაშები.

ამავდროულად, "დინამო ბათუმი" გიორგი რეხვიაშვილს, საშა ბალიჩს, მათე ვაწაძეს, ალექსანდრ იაკობსენს, ანტონ ჩიჩკანს, გიორგი ბეგაშვილს და თორნიკე კაპანაძეს დაემშვიდობა.

0.119772