სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:06 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა პალიუკა: "ვლოცულობ, რომ თორნიკე შენგელია ყოველთვის კარგად იყოს"

ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუკა პალიუკა კალათბურთის დიდი გულშემატკივარია და „ვირტუს ბოლონიას“ უჭერს მხარს. როგორც „ინტერის“, „სამპდორიას“ და „ბოლონიას“, ასევე იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ აღნიშნა, ლოცულობს, რომ თორნიკე შენგელია ყოველთვის ჯანმრთელად და კარგად იყოს.

„ზაფხულში ვთქვი, რომ მიუხედავად ტეოდოსოჩის წასვლისა, გუნდი დასუსტებული არ მეჩვენებოდა. შენგელია ახალი ლიდერი გახდა, ვლოცულობ, რომ ყოველთვის კარგად იყოს. იგივე ეხება კორდინიეს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა ვეტერანების წვლილის: ბელინელის, ჰეკეტის და დენსტონის. 37-38 წლის აჩვენებენ, რომ ჯერ კიდევ მშივრები არიან და გამარჯვება სურთ. ევროლიგაზე „ვირტუსი“ სიურპრიზია და იმედი მაქვს, ექვსეულში მოხვდება, რათა პირდაპირ პლეი-ოფში გავიდეს“, - თქვა პალიუკამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა პალიუკა ბოლონიაშია დაბადებული, კარიერას ამ ქალაქის გუნდში დაიწყო ახალგაზრდებში, ხოლო 1999-2005 წლებში უკვე მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა (267 მატჩი), შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კალათბურთში ამ ქალაქის გუნდის გულშემატკივარია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120184