ფეხბურთი

12:14 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი მამუკა ჯუღელს: "ჩემი სახელი აღარ ახსენო, იდიოტი და სამარცხვინო ხარ!"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მამუკა ჯუღელის განცხადებას უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს საჯაროდ შეუტია.

„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. მრცხვენია შენი მსჯელობის, იდიოტო. ჩემი სახელი აღარასდროს ახსენო“, - დაწერა ნიგერიელმა სოციალურ ქსელში.

ოსიმენის ასეთი განცხადება კი, ჯუღელის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც პირველ არხს მისცა და იქ ნიგერიელზე ილაპარაკა:

„ოსიმენმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ რა გგონიათ, მთელ კარიერას მართლა „ნაპოლიში“ გაატარებს? მომდევნო ზაფხულს ის საუდის არაბეთში წავა. ხვიჩა კი, იქ გადასვლას 1 მილიარდადაც არ დათანხმდება, მას სხვა მიზნები აქვს, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“, - თქვა ჯუღელმა, რასაც მოჰყვა ოსიმენის პასუხი.

0.115119