ფეხბურთი

1:58 | 10.01.2024 | ნანახია 698 - ჯერ

"ჩელსიმ" ლიგის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი "მიდლსბროსთან" წააგო

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო. „არისტოკრატები“ ჩემპიონშიფის ბინადარ „მიდლსბროსთან“ დამარცხდნენ.

37-ე წუთზე ჰეიდენ ჰეკნიმ შეძლო გოლის გატანა, რომელიც „ბოროსთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მართალია, წინ საპასუხო მატჩია, მაგრამ მაიკლ ქერიკის გუნდი „სტემფორდ ბრიჯზე“ უპირატესობით ჩავა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას „ლივერპული“ და „ფულჰემი“ გაარკვევენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:37 | 10.01.2024
georgianwelder (778)

ეე რა გინდი იყო მიდლსბრო ამწარებდა პრემიერ ლიგის ბობოლებს

18:18 | 10.01.2024
Gerry Marsden (785)

მიდი შეაგროვე ხელმოწერები,გავაუქმოთ)))

07:06 | 10.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

საერთოთ გასაუქმებელია ესეთი უაზრო ტურნირები

0.126245