ფეხბურთი

0:25 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიმო ვერნერი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ტიმო ვერნერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელი ფეხბურთელი „დეზებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ხოლო ზაფხულში ლონდონელებს მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ტიმო „ტოტენჰემში“ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ვერნერი პრემიერლიგას და ლონდონს კარგად იცნობს, რადგან 2020-2022 წლებში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 89 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. ვერნერმა კარიერა „შტუტგარტში“ დაიწყო, საუკეთესო პერიოდი კი 2016-2020 წლებში „ლაიფციგში“ ჰქონდა. ბოლო ორი სეზონი ის სწორედ „ლაიფციგში“ თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი 14 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119273