ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელი ვიქტორ ბონიფასე 4 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ნიგერიელმა ფორვარდმა მძიმე ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო, სადაც აფრიკის თასისთვის ემზადებოდა. ამრიგად, „ლევერკუზენს“, რომელიც გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, პრაქტიკულად სეზონის ბოლომდე გუნდის ლიდერის გარეშე ყოფნა მოუწევს.
მიმდინარე სეზონში ბონიფასემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.