„დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონის წინ პირველი ფეხბურთელი დაიმატა - ბოიან მლადიოვიჩი. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
28 წლის სერბი ბათუმელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მადიოვიჩი ბოლოს ყაზახურ „ტობოლში“ ირჯებოდა, მანამდე „რადნიჩკიში“, „ბაჩკაში“, „მეტალიცში“ და „მლადოსტში“.