ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელი შეიცვალა და ბურთსაც აღარ ითხოვს.
„უკვე რამდენიმე მატჩია შევამჩნიე რაღაც, რაც არ მომეწონა და დაბამნია. ქართველ თავდამსხმელს აღარ აქვს ძლიერი ხასიათი და მოურიდებლობა, რომლითაც მან თავი იტალიის ჩემპიონატს წარუდგინა. ახლა აღარ ითხოვს ბურთს და იმალება. მისნაირი მოთამაშისგან ბევრად მეტს ველოდები. ადრე მეტოქეს მუდმივად უტევდა, ახლა საჯარიმოს ირგვლივ ტრიალებს და პასებით შემოიფარგლება, მისი გარდაქმნა შემაშფოთებელია“, - თქვა ბანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ გამართავს.