რაგბი

16:12 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა დუბაიში გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა დღეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, დუბაიში გაემგზავრა, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 12-14 იანვარს დუბაიში, 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). სამი ეტაპის ჯამში 4 მოწინავე გუნდი, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან – 2 ივნისის ჩათვლით, მადრიდში (ესპანეთი) ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 საუკეთესო 12-გუნდა ელიტის, სერიის საგზურს მიიღებს.

პირველ, დუბაის ეტაპზე საქართველო ა ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგთან და პაპუა ახალ გვინეასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.113854