„ლივერპული,“ რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან, რათა დაარწმუნოს ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში გადასვლაზე, ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ინგლისის ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული ევროპული ლიგაა - წერს Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, „ლივერპულის“ კლუბის ხელმძღვანელები კონკრეტულად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ინგლისის პრემიერლიგა უფრო ძლიერი ჩემპიონატია, ვიდრე ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, სადაც თავდამსხმელი მადრიდის „რეალში“ წასვლის შემთხვევაში ითამაშებს.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მერსისაიდელმა გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა კლუბი მალე დატოვოს და გუნდს კვლავ დასჭირდეს ლიდერი, რომელიც შესაძლოა სწორედ 25 წლის მბაპე გამოდგეს.