„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ჯო გომესმა განაცხადა, რომ მერსისაიდელებს ამ სეზონში მაქსიმუმის მიღწევა სურთ.
„მონდომებულები ვართ და გვინდა, ეს სეზონი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის თამაშიდან თამაშამდე უკეთესები გავხდეთ. ვიცი, ეს გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, გვაქვს საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ახლო მომავალი.
გასული სეზონიდან ვიცით, ყველაფერი ყოველთვის მშვიდად არ მიდის. გვქონდა რთული პერიოდები, მაგრამ მათგან ვისწავლეთ. ასე რომ, იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს განწყობა“, - ციტირებს გომესის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ 45 ქულით პირველ ადგილზეა.