„კანზას სიტიმ“ MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩი მაიამის „ინტერთან“ უფრო დიდ არენაზე გადაიტანა - იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ამის მიზეზი გულშემატკივრების წარმოუდგენელი ინტერესი გახლავთ ლიონელ მესის მიმართ.
„კანზასის“ პრეზიდენტის ჯეიკ რიდის თქმით, „ინტერ მაიამისთან“ მატჩმა უპრეცედენტო ინტერესი გამოიწვია. კლუბის სტადიონი 18 ათას მაყურებელს იტევს. ამიტომ გადაწყვიტეს თამაში „აროუჰედის“ არენაზე გადაეტანათ, სადაც ამერიკული ფეხბურთის ლუბი „კანზას-სიტი ჩიფსი“ თამაშობს. ამ სტადიონის ტევადობა 76 ათას მაყურებელს ოდნავ აღემატება.
„ამ მატჩის მასპინძლობის შესაძლებლობა, რომელიც MLS-ში ლიონელ მესის პირველი თამაში იქნება ქვეყნის შუა დასავლეთში, განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენი რეგიონი ემზადება უმასპინძლებს კოპა ამერიკის მატჩებს ამ ზაფხულს და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს,” - თქვა რიდმა.
შეგახსენებთ, რომ გუნდების მატჩი 14 აპრილს გაიმართება.