ფეხბურთი

1:00 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია "ტორინოსთან" 10 წუთი არკვევდა, რომელ პოზიციაზე ეთამაშა"

ტელეკომპანია DAZN-ის ჟურნალისტმა ალესიო დი ჯუზეპემ განაცხადა, რომ „ტორინოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია 10 წუთი არკვევდა იმას, თუ რა ევალებოდა მოედანზე და კონკრეტულად მოედნის რომელ წერტილში უნდა ეთამაშა.

„მეორე ტაიმში, კვარაცხელია 10 წუთის განმავლობაში, რაც ძალიან ბევრია, სათადარიგო სკამს ეკითხებოდა, რა ფუნქცია უნდა შეესრულებინა და რა როლი ჰქონდა. დიდი დაბნეულობა იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ „ნაპოლი“ ტაქტიკურადაც ცუდ ვითარებაში იყო“, - თქვა დი ჯუზეპემ, რომელიც ამ შეხვედრაში სათადარიგო სკამთან მუშაობდა და დეტალებს აკვირდებოდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა და 13 იანვარს, შინ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

0.110616