საახალწლო პაუზის შემდეგ ფიბა-ს საკლუბო ტურნირები გრძელდება და ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილიც საქმეშია. პირველ და ერთადერთ ფიბა-ს ქართველ არბიტრს მუშაობა მოუწევს თურქეთში, სადაც ქალთა ევროპის თასის მატჩი გაიმართება. ბეშიქთაში სტამბოლში ფრანგულ ტანგო ბურჟს უმასპინძლებს და ამ შეხვედრის კომისარი სწორედ მერაბ რატიშვილი იქნება.
11 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი) ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – ტანგო ბურჟი (საფრანგეთი)