სხვა

21:36 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველომ ჯგუფში მესამე მატჩიც წააგო, თუმცა მეოთხედფინალის შანსი მაინც აქვს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩიც წააგო.

დეიან სტანოევიჩის გუნდი ამჯერად საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 9:18. მეტოქემ ოთხიდან სამი პერიოდი მოიგო, მხოლოდ მესამე მეოთხედი იყო გამონაკლისი, რომელიც ფრედ (3:3) დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მარკო იელაჩა იყო, რომლის ანგარიშზეა 9-დან 6 გოლი.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 წაგებით ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა მეოთხედფინალში გასვლის შანსი არ დაუკარგავს, რადგან პლეი-ოფში გადაერთო, სადაც D ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება და იქ გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

საქართველო - საბერძნეთი 9:18 (2:5, 3:6, 3:3, 1:4)

0.126391