ფეხბურთი

1:33 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ფანებს ბოდიშს ვუხდით, მაძარის ვენდობით"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „ტორინოსთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარის გათავისუფლება არ იგეგმება და მას კლუბის მხრიდან ნდობა აქვს.

„გვქონდა შეხვედრა მაძარისთან და შემდეგ მასთან ერთად გასახდელში გუნდთან ერთად ვისაუბრეთ. რაც ვილაპარაკეთ, ეს ჩვენს შორის დარჩება. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით, ვფიქრობთ ზომებზე, რათა კორექტირება შევიტანოთ ამ სიტუაციაში და გუნდის მოტივაცია ამაღლდეს. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, არიან აფრიკის თასზეც, მაგრამ ამით ალიბს არ ვეძებთ.

ბაზაზე გუნდის შეკრება რამდენიმე დღის განმავლობაში? ვნახოთ, ხვალ ბაზაზე შევიკრიბებით და შევაფასებთ სიტუაციას. მაძარის ჩემგან, კლუბის ხელმძღვანელობისგან და გუნდისგან ნდობა აქვს. მის გათავისუფლებაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამას არ ვაპირებთ“, - თქვა მელუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო ოთხ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა (1 ფრე, 3 წაგება) და 28 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

0.11358