იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „რეჯანას“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ 66:72 წააგო.
ლუკა ბანკის გუნდი იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ მარცხი განიცადა.
შენგელიამ 16 წუთში საკუთარ გუნდს 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.
„ვირტუს ბოლონია“ 10 მოგებით და 5 წაგებით სერია A-ში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 იანვარს „ბრინდიზის“ უმასპინძლებს.