ჩოგბურთი

13:47 | 7.01.2024 | ნანახია 484 - ჯერ

რაფაელ ნადალი ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, განაცხადა, რომ კვლავ ტრავმირებულია.

„ბოლო მატჩში მქონდა მცირე პრობლემა კუნთთან დაკავშირებით. MRI გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაქვს კუნთის მიკრო რღვევა, არა იმ ნაწილში, სადაც ტრავმა მანამდე მქონდა და ეს კარგი ამბავია, მაგრამ ამ ეტაპზე მზად არ ვარ 5-სეტიან მატჩებში კონკურენციისთვის. ვბრუნდები ესპანეთში, რათა ჩემს ექიმთან მივიდე, ვიმკურნალო და დავისვენო. ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე დაბრუნებისთვის და როგორც აქამდე ვამბობდი, ჩემი მიზანია 3 თვეში ჩემს საუკეთესო დონეს მივაღწიო. სამწუხაროა ის, რომ მელბურნის საოცარი გულშემატკივრის წინაშე ვერ ვითამაშებ. ძალიან მინდოდა ავსტრალიაში თამაში და მომეცა საშუალება რამდენიმე შეხვედრა ჩამატარებინა, რამაც გამახარა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში ორჯერ, 2009 და 2022 წლებში აქვს მოგებული.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:27 | 21.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ამიტომ არი რომ ტრამვები ყოველთვის უმიზეზდება

06:27 | 21.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

თიხაზე თამაში ბევრ ძალებს ითხოვს

06:26 | 21.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაფა ძაან გადაყვა თიხაზე შედეგებს

20:13 | 16.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეს გაუთავებელი ტრამვები თავს არ ანებებს, თან ასაკშიც არის

20:12 | 16.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხომ არ ჯობია რაფა დაფიქრდეს კარიერის დასრულებაზე

06:32 | 15.01.2024
mushni (93565)

ეჰ რაფა

13:26 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მედვედევიც შეიძლება, უბრალოთ ეგ ძაან ხასიათის ჩოგბურთელია

13:26 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაც შეეხრბა ავსტრალიას, ფაორიტები ალბათ ისევ ნოლე და ალკარასი იქნებიან

11:43 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და ამაზე ერთი სტატია მაინც დადეთ

11:42 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

უკვე ავსტრალიაც იწყება

22:05 | 11.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაფერს იზამს მაგისთვის რომ მოიგოს

22:04 | 11.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნუ ამ ავსტრალიის მოგება მაინც შეუძლის

03:59 | 09.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

შარშანაც ქონდა ნოლეს ტრამვა მაგრამ კი მოიგო ავსტრალია

21:57 | 09.01.2024
ძიუდოო123 (1282)

შარშან ჰქონდა ოღონდ არა მაჯის წელის იყო და თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა დემიროსთან კი იმოქმედა მაჯის ტრავმამ განსხვავება ესაა თან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი სუსტდება მარტო ფსიქიკით ვერ მოიგებს რეფლექსები და რეაქციაც თუ არ მიყვა

18:44 | 07.01.2024
ძიუდოო123 (1282)

ნოლეს მაჯაზე პრობლემები აქვს რაც თამაშზე იმოქმედებს თუ ვერ მოირჩინა ამიტომ წააგო ავსტრალიელთან

14:35 | 07.01.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

ვაა, მეგონა მთლად შეეშვა ჩოგნის ქნევას მეთქი ))
თურმე ჯერაც ტურშია.

19:28 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

თუ სულ ტრამვა ექნება რა აზრი აქვს ამის ყოფნას

19:29 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ამდენ ტრამვებს ჯობია კარიერა დაასრულოს

14:03 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნოლესგან კი ველი 25-ე სლემს და ყველანაირი რეკორდის მოხსნას

13:59 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისე კი დასანანია რომ გამოტოვებს

06:32 | 15.01.2024
mushni (93565)

კი

13:59 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტრავმა რომ არ ქონოდა მაინც ნაკლები შანსი ექნებოდა მოგების იქ სადაც ნოლეა

0.063823